
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობას საქართველის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აფასებენ - იმერელი თავისებურად უქცევს, გურული - გურულურად და ასე შემდეგ.
იმერელი
- კაი ბაღნები არიან მაგენი. ჩემი ბიჭებიც ეგრე იყვნენ პატარაობისას. პატარა რაღაცაზე ხოცავდნენ ერთმანეთს. მერე ცოტა რომ მოიზარდნენ, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ჰოდა ვაცალოთ ირაკლის გაზრდა. მარგველაშვილი ეტყობა რომ დიდია და მაგიტომ უთმობს ყველაფერს.
გურული
- ძამა რაშია საქმე იცი, პანიკა გვიყვარს ქართველებს. ცოლ-ქმრის ჩხუბი თუ ჩხუბი არაა, ამათი პატარა გაუგებრობიზა რა ერთ ამბავს ვტეხავთ?! კაი იდეა მაქვს, ერთი ყანა მაქვს გასათოხნი, ჩამოვიდნენ და ორივეს ერთად გავუშვებ სათოხარში თუ იქაც ვერ გაუგეს ერთმანეთს მერე მართლა უნდა დავაშოროთ....
მე მაგრე ვქენი ჩემ ცოლზე და აგერ კი მყავს ტალიკ-ტალიკ ბაღნები. ყანა რომანტიკას აღვიძებს. ყანიდან რომ იყო წამოსული, იმიტომ იყო შევარდნაძე მაგარი, ეს რა შუაშია პრემირთან და პრეზიდენტთან მაგდენს ვერ ვხდები და ნუ მაფიქრებ თუ კაცი ხარ.
აჭარელი
- ეჰ, რა ვიცი. ჩემ ქალს ისე უყვარს ღარიბაშვილი, რომ ყველაფერში ბაძავს. ცოტა ხნის წინ ამიტყდა ხელი მოვაწეროთო. კაი-მეთქი ვუთხარი. წავედით ხულოში. რომ მივედით ერთ წამს გავედი და რომ დავბრუნდი, ჩემ გრაფაში მოწერილი დამხვდა ხელი, თუ მარგველაშვილიც ასე იტანჯება შემეცოდა...
- ჰო? მოეთრიე რა სიტყვაა?! - ალბათ თბილი სიტყვებით მიხვდით, რომ ცოლი მეძახის და უნდა წავიდე.
კახელი
- ეე, ჯო ღვინოი რომ წყალ გაურევ და სვამ, სვამ, სვამ და მაინც არაფერს შვება, ეგრეა მარგველაშვილი. დადის, დადის, დადის მარა, რათ გინდა მაგის გაკეთებული მე არაფერი მინახავს. ისე, იმ დღეს ვნახე და სიტყვით გამოსვლის წინ კოსტუმის შეკვრა მაგრად დაუსწავლია, იმედი მამეცა რომ სხვა რამესაც ისწავლის
ქართლელი
- ვაშლი და მსხალი დამაბინავებინონ და თუ უნდა დაუხოცავთ ერთმანეთი
ქვემო ქართლელი
- მიშა კაი კაცია. სულ კარგებ ამბობს. მაგან ცუდი არაფერი არ იცის
- იცით, მიშა აღარაა
- არა? რა ვიცი არჩევნებზე რასაც გვეუებნებიან, იმას ვხაზავთ და იქ რა წერია კი აღარ დავაკვირდი
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/105794-qjo-ghvinoi-rom-tsyal-gaurev-svam-da-mainc-arafers-shveba-egrea-margvelashviliq-komikuri-shefasebebi-margvelashvilisa-da-gharibashvilis-urthierthobaze.html