წულუკიანი: სტრასბურგში, დავა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველომ გამარჯვებით დაასრულა

Image

საქართველომ ეს სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო და გამარჯვებით დაასრულა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაზე.

 

"სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მაშინ დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველომ ეს სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო და გამარჯვებით დაასრულა.

 

ევროპელმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მაშინ რუსეთში ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების დაკავების, დაპატიმრების და მასობრივი გამოძევების, რაც იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა მაშინდელ რუსეთში ეთნიკურად ქართველი ადამიანების წინააღმდეგ. პრაქტიკულად გამოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მომავალი დავებისთვის ჩვენთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი გადაწყვეტილება, რაც არის იმ ეთნიკურად ქართველების გამარჯვება, რომლებიც 2006 წელში გახდნენ რუსეთში მოცემული დარღვევების მსხვერპლნი",- განაცხადა წულუკიანმა.

 


საქართველომ პირველის სახელმწიფოთაშორისო სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ მოიგო. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. 

 


საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !