
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის სერიიდან "ახლა მომისმინე, შვილო...". ამჯერად გივი თარგამაძის სტატუსი ხელშეკრულებაზე და ტორტზე პრემიერის ხელმოწერას ეხება.
გივი თარგამაძე წერს:
"გუშინ ჩემი მეზობელი ჰაკიმი თითქოს გაიზარდა. 32 წლის გახდა. მეორე დღეა ზეიმობენ რჩეული ქოცები. ვითომ ასოცირების ხელშეკრულებას, სინამდვილეში კი - ჰაკიმობას. ხელშეკრულება მხოლოდ საჩუქარია ამ მცირეწლოვანი ტიტანისთვის. უფრო სწორად, ხელშეკრულება კი არა, მასზე ხელმოწერა! ასეთ ბრძოლებში მოპოვებული უფლება ხელმოწერისა! რაზეც უნდა და როცა უნდა!
თიბისი ბანკის საბუთზე, ყველა ხელშეკრულებაზე, მარგველაშვილის შესაძლო შეუღლებაზე, თვითონ მარგველაშვილზე და ...ტორტზე! ო, ეს ტკბილი ხემოწერა! ეხლა მომისმინე, შვილო: ერთი წელი რომ მოგემატება, სულ ნამცეცა რომ იყო, უნდა დაგეტყოს. უნდა დაგეტყოს განვითარება, უკან კი არ უნდა დაჩოჩდე. შენ კი, ისედაც რა იყავი და კიდევ დაჩოჩდი.
ხელმოწერა ეგეთი მაგარი რამე რომ იყოს, ბიძინს დაასწრებდი? მაგრამ შენმა მფლობელმა მშვენივრად იცის, რომ ნებისმიერ ხელმოწერას შესაბამისი პასუხისმგებლობა მოყვება და თუ შენსავით მეორე დღესვე დაიკიდებ იმას, რაც შენს მიერ ხელმოწერილში წერია, მაგ ხელმოწერას თავზე დაგახევენ და ისინიც, ვინც დღეს წაკუზულ-გატრუნულები უდრტვინველად გაწერინებენ ხელს შენს გასართობად თავის ძვირფას უკანალებზე, თავზე გადახევის შემდეგ ამ უკანალების ხეხვაში ამოგხდიან სულს.
ვატყობ, მძიმე პახმელია გექნება... ხო, მართლა, ტორტზე მაგრად გამოგდის. ხოდა თხოვე მფლობელს, პატარა საკონდიტროს გაგიხსნის და მაგ საქმეს მიაწექი, აწერე და მშვიდად იცხოვრე. რა რახათლუხუმივით ჟღერს -საკონდიტრო "ტკბილი ჰაკიმი". კონდიტერებო, არ შეშინდეთ, ჰაკიმი ჩაივლის მალე..."