სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება მოუწევს: „სხვა გზა არაა“ (ვიდეო)

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლა, მაგრამ ამის გაკეთება მოუწევთ, რადგან „სხვა გზა არაა“.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013წ.წ.) განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც, მაქსიმუმ, 10-15 ათასი კაცი ცხოვრობს, რეფერენდუმის ჩატარება რუსეთის მხრიდან ბოროტი ხუმრობაა, მაგრამ ამავე დროს, არის „აგრესიული ფაქტი“:

 

„შეუძლებელია არ იყო აღშფოთებული, იდეა იმაშია, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ახლა ეს არის ტერიტორია, რომელზეც შესაძლოა 10 ან 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდეს. ჩაატარო რეფერნდუმი იქ, სადაც 10 ან 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს ძალიან ცუდი ხუმრობაა, მაგრამ ეს არის ძალიან აგრესიული ფაქტი. ისინი გარკევულ მანიპულაციებს ახორციელებენ აფხაზეთში, ეს ძალიან ჰგავს სიტუაციას, რომელსაც ყირიმში ჰქონდა ადგილი.

 

ვფიქრობ, ახლა 2 ფაქტორია, ერთის მხრივ, რუსეთი, რომელიც თავის მხრივ ძალიან სუსტია და წარმოადგენს ერთ დიდი ბენზინგასამართ სადგურს, მაგრამ აქვს ძლიერი ნება, რომ შეინარჩუნოს პოლარობა. მეორე მხრივ, არის დასავლეთი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია, მაგრამ არ უნდა ღია კონფრონტაციაში შესვლა, საბოლოოდ, ევროპელებს შეუძლიათ შეაჩერონ რუსეთი, ახლა ეს მათ ხელშია. ძალიან მოკლე დროში ევროპელებს მოუწევთ მოქმედება.

 

მე მესმის, რომ არიან ევროპული კომპანიები, რომლებსაც არ უნდათ დაკარგონ სარგებელი და შემოსავალი, მაგრამ სხვა გზა არაა. ჩვენ აღარ გვყავს უინსტონ ჩერჩილი ევროპაში, მაგრამ გვაქვს გამოცდილება. სწორედ ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, უფრო მაღლა უნდა დააყენონ ინტერესები და გადადგან რეალური ნაბიჯები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !