გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძეს ბათუმში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ

Image

ჯემალ დუაძე და „სახალხო კრების“ წევრი დავით ლორია აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ამომრჩეველთან შეხვედრის მორალური უფლება არ აქვთ. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

 

 

„ნამდვილად ვერ გეტყვით ვინ იყო ეს ხალხი, მაგრამ ისინი ფაქტობრივად მოსულები იყვნენ, რომ აერიათ. ბავშვები არიან, ქალბატონები არიან, შეხვედრაა. ჰაბიტუსიდან, კუნთების დიამეტრიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს ხალხი ხელისუფლების მიერ არის მოგზავნილი.

 

თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ნახევარი საათია ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს შეხლა-შემოხლა და თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და ვხედავთ, რომ ქალბატონებს და ბავშვებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, ერთ ფორმიან პოლიციელსაც ვერ ვხედავთ აქ. შესაბამისად, დასკვნა მოსახლეობამ უნდა გამოიტანოს", - თქვა უგულავამ.

 

გიგა ბოკერიას განცხადებით, არ აქვს ილუზია, რომ ივანიშვილი-ღარიბაშვილის პოლიტიკურ გუნდს შეცვლიან, მაგრამ უნდა ვაიძულოთ, რომ ნაკლები ზიანი მოიტანონ და რაღაცა მაინც გააკეთონ - გაჩერებულია მთელი ქვეყანა,  კრიმინალი და უმუშევრობა იზრდება, ბიუჯეტი გაირღვა.

 

„ამას ყველაფერს უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი - შენჯღრევის. არავის  დავიწყნია მათი დაპირებები და არავინ  აპირებს, რომ მოუწონოს მათ სიზარმაცე, უნიათობა, კინკლაობა და პოლიტიკური ბოღმის ნთხევა. თუ ეს სიგნალი მათ არ მიიღეს, ჩვენ უფრო მეტ ზიანს მივიღებთ", - აღნიშნა მან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !