
„მე მართლაც ვინატრებდი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელფასი გაუტოლდეს ნატოს ქვეყნების მინისტრების ხელფასს, მაგრამ ალბათ, ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემაში „კვირის თემა“.
ალასანიას თქმით, მისი პრემიების შესახებ ინფორმაცია „გაუკუღმართებულად წარმოაჩინეს, რადგან შესაძლოა, ვიღაცა დაინტერესებულიც იყო ამით“.
„თქვენ შეგიძლიათ, იმავე არასამთავრობო ორგანიზაციასთან გადაამოწმოთ და დარწმუნდებით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არც თავდაცვის მინისტრსა და არც მის მოადგილეებს პრემია არ აუღიათ. რაც გაიცა, ეს იყო თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დაამატა, რომ სამაგიეროდ, მათ მოახერხეს, სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობისთვის გაეზარდათ ხელფასი.