თენგიზ გუნავა დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართავს

Image

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავს. "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ ღია წერილს, რომელიც თენგიზ გუნავამ გაავრცელა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში
არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს
საერთაშორისო თანამეგობრობას

ღია წერილი


მაქვს პატივი მოგმართოთ, როგორც ჩემი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც სხვა მიზანი, გარდა ჩემი ქვეყნის უანგარო სამსახურისა არ მქონია, არ მაქვს და ამას ჩემი განვლილი ცხოვრება ადასტურებს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, როგორც ერთადერთი გზა რუსული აგრესიის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნების. ამისთვის, ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ.

 

მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა ჩემს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა და პრორუსული, ოკუპანტი ძალების გააქტიურებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ვმდგარიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რის შემდეგაც მე გამოვიარე არაერთი უსამართლო დევნა მათ შორის პატიმრობაც.

 

დღეს, როდესაც მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში, სადაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად უჭირს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემს წინააღმდეგ ითითხნება აბსოლიტურად მიუღებელი, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ბრალდებები, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო.

 

ამ პროცესებს უშაულოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. მასობრივად ხდება, ჩემი მომხრეების, თანაგუნდელების, ყოფილი თანამშრომლების დაბარება -დაშინება. შსს-ს სტრუქტურებში ჩემი მუშაობის პერიოდიდან მე ვფლობ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას და რაც, რატომღაც პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას.

 

მოგმართავთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიული პრინციპების მთავარ გარანტებს: ჩემს წინააღმდეგ ორი წლის წინ დაწყებული პოლიტიკური დევნა დღესაც გრძელდება და, ჩემი ინფორმაციით აქტიურ ფაზაში შევა 15 ივნისამდე, რაც დემოკრატიის მთავარი პრინციპების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური შეხედულების უხეში ხელყოფაა და დისკრედიტაციაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ და მაქსიმალურად აიყვანოთ კონტროლზე, ხელისუფლების მხრიდან, ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის პროცესები, რომელსაც ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს. ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები.

 

ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე 15 ივნისამდე, და მას შემდეგ, ცალსახად იქნება ინსპირირებული ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ - სრულ პასუხისმგებლობას, მოვლენების შესაძლო ძალადობრივი გზით განვითარებაზე, ვაკისრებ პირადად მას.

 

გთხოვთ, მიიღოთ ზომები, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და თანაგუნდელების უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად - თქვენი მხრიდან, ამ თემით დაინტერესება და მუდმივი კონტროლი, სწორედ იმის გარანტად მიმაჩნია, რომ მე, როგორც მთვარი ოპოზიციური ძალიდ წარმომადგენელმა, ჩემს მშობლიურ ქალაქში წაინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მშვიდ და თანაბარ უფლებიან გარემოში შევძლო.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ გუნავა, 6 ივნისი, 2014 წელი."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !