
"ლაივპრესი" ავრეცელებს ვიდეომასალას, სადაც გადაღებულია, როგორ გამოვიდნენ პაატა ქარდავას ოჯახის წევრებთან შესახვედრად თენგიზ გუნავა, "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის უფროსი და სხვები. ამ შეხვედრის შემდეგ ქარდავას ოჯახის წევრები ოფისთან ცოტა ხანში ისევ, ამჯერად "ქართული ოცნების" აქტივისტებთან ერთად გამოჩნდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პირველი შეხვედრის დროს თენგიზ გუნავამ პაატა ქარდავას ძმას და შვილს უთხრა, რომ ის მაღტალი საკუთარი თავის, ქვეყნისა და მათი ოჯახის წინაშე, ამავე დროს, განაცხადა, რომ ამ გაჭირვებულ ოჯახს ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს: "მე მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, აგერ ვდგავარ და დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.