-
2014-06-02 19:08
ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბოლო დღეებში პოლიტიკურ შხამს ანთხევს, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
"პრემიერ-მინისტრი აკეთებს სამარცხვინო, კატასტროფულ, აბსოლუტურად უპასუხიმგებლო განცხადებებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ქართულ დემოკრატიას წინ დახვდება, ისეთ პოლიტიკურ შხამს ანთხევს ამ ბოლო დღეებში.
ნორმალურია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სურს არჩევნებში გამარჯვება და არ იქნება გასაკვირი, თუკი მმართველი ძალის ლიდერი იტყვის, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ მის რიტორიკაში მკაფიოდ ჩანს ის თუ რა ხდება.
მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს სხვის გამარჯვებას, თქვა, რომ პლანტაციებში მონებად უნდა ამუშაოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ძალადობა არის გაზრდილი, ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული და როცა ხდება დაშინების გზით კონკურენციიდან კანდიდატებს ჩამოშორება.
ამ ფონზე განცხადება იმის შესახებ, რომ სხვის გამარჯვებას არ დავუშვებთ, არის ღია დადასტურება იმისა, რაც ხდება – პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არაკონკურენტული საარჩევნო გარემო", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.