
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, თენგიზ კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი, უნდა, რომ იყოს ჩართული, მაგრამ ასეთი ფორმით ჩართვა არასწორია.
კონკრეტულად რა დადებითი თვისებები აღმოაჩინა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ავტორში?
„მე ვთქვი, რომ თენგიზ კიტოვანის გარშემო მყოფი ბევრი ახალგაზრდა თავის დროზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ბევრი გადარჩა, რომელთა შორის მართლაც არიან პატრიოტი ადამიანები. იქვე დავამატე, რაღაც დადებითი თენგიზ კიტოვანსაც ახასიათებს-მეთქი. კონკრეტულად ის, რომ ეს ადამიანიც იბრძოდა. შეიძლება პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ უვარგა, მაგრამ ის, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში საქართველოსთვის რაღაც აქვს გაკეთებული, არ უნდა დავუკარგოთ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„პრაიმტაიმი“.