
გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ელექტრონული მედიის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება, როცა განაცხადა, რომ "ტელევიზორში უპირველეს ყოვლისა, ნეგატივია". - ვიდეოს "გურია ნიუსი" ავრცელებს.
მისი თქმით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა ყველაფერი ისე წარმოჩინდეს, თითქოს ცუდის გარდა არაფერი ხდება და ქვეყანა წინ არ მიდის. "არადა, რეალობა სულ სხვაა", - თქვა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.
"გურია ნიუსის" ვიდეო