-
2014-05-26 03:30
პეტრე პოროშენკომ, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
„ქართველებთან ჩვენ, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეები იქნებიან“, - თქვა მან, ამასთან, არ დააკონკრეტა მათი გვარები, ვინც, შესაძლოა, მისი მრჩევლები გახდნენ.
ამას გარდა, კიევის ახლადარჩეულმა მერმა ვიტალი კლიჩკომაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა მათ თანადგომა და დახმარება შესთავაზა, მისი თქმით, "შედგა საუბარი ბენდუქიძესთანაც და დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი დაგვეხმარება, თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგებით“.
იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე ღიად გამოხატავდნენ პეტრე პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს მხარდაჭერას, უკრაინული და რუსული მედია ვარაუდობს, რომ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩევლები სწორედ სააკაშვილი და ბენდუქიძე გახდებიან.