
"აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა, რომ რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული მერობის კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის ბრიფინგის ჩაშლა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცადეს. მათი მცდელობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი კოალიციის მხარდამჭერები სკანდირებდნენ: "მკვლელები!", "ცოცხები!".
ამ დროისთვის სიტუაცია განიმუხტა - ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქში" შემდეგი კომენტარით გაავრცელა:
"რუსთავში, ჰაკიმ ფაშას გულმა ვეღარ გაუძლო და ისევ შეასია "ნაციონალურ მოძრაობას" - "ტიტუშკები".