
წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ბესელია კმაყოფილი „ქართული ოცნების“ მოღვაწეობით, მან უარყოფითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, როცა იმ ადამიანთა რიცხვი შემცირდებოდა, რომელიც მას პირადად მიმართავდნენ დახმარებისათვის.
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რაღაც გააკეთა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროებათ და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. სანამ ეს რაოდენობა არ დაიკლებს, მე კმაყოფილი ვერ ვიქნები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „რეაქციაში“.