
საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით, ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ , მაგრამ როგორ - ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია,-ამ განცხადებით უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსი ექსპერტის კითხვას გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატოში.
ბრატისლავაში, საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე რუსი ექსპერტი დაინტერესდა მიიღებს თუ არა საქართველო უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ან ალიანსში მიპატიჟებას.
"უელსის სამიტზე ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ აისახება ეს პოზიცია სამიტზე. ჩემი აზრით, საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ სამიტზე, მაგრამ როგორ - ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.