
თბილისის მერობისთვის ,,საქართველოს პოატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილიც იბრძოლებს. საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, ჯანდაცვის და განათლების სფეროების მოწესრიგება, მიკრო და მინის ბიზნესის ხელშეწყობა, ეს ალიანსის და შესაბამისად, ირმა ინაშვილის დაპირებებია.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ 15 წევრიც წარადგინეს, რომლებიც თბილისის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებენ. მათ შორის არიან სოსო მანჯავიძე და დავით თარხან-მოურავი. ,,მნიშვნელოვანია, მერი იყოს გარანტი, რომ მოქალაქეებს, ადამიანებს, არ მოატყუებენ და დაპირება, არ დარჩება დაპირებად.
,,მე ვეცდები, რომ ეს ყველაფერი ისე განვახორციელო, როგორც დღეს ვთქვი“-აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი