ეკა ბესელია: ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, მორწმუნე ხართ, გეტყობათ და არ უნდა გეტყობოდეთო...

Image

საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღწერს იმ ემოციებსა და განცდებს, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მუშაობის დროს, როგორც პარლამენტის წევრსა და ადამიანს, დაეუფლა.

 

"აფხაზეთის ხმა" სტილის დაცვით გთავაზობთ ეკა ბესელიას სტატუსს:

 

"ღიად და გულწრფელად ჩემი თვალით დანახული კანონი-დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე

გადავწყვიტე აქ ჩემი უცნობი თუ ნაცნობი მეგობრების სივრცეში დავწერო რას ვფიქრობ კანონზე, რომელმაც დიდი ემოცია და ვნებათაღელვა გამოიწვია

 

ეს იყო ყველაზე ემოციური, დაძაბული, რთული დღეები ჩემი პარლამენტში ყოფნის. სამწუხაროდ რაც ჩანდა ეთერით იყო ყველაზე ნეგატიური მხარე ამ პროცესის და არ ჩანდა ის, რაც იყო მთავარი და განმსაზღვრელი.
კანონი არის ყოველგვარი ჩაგვრის, ძალადობის წინააღმდეგ ნებისმიერი ნიშნით--ესაა კანონის მტავარი პრინციპი

 

ერთ ეთერში, ერთმა ჩემთვის საყვარელმა ჟურნალისტმა მკითხა ,,ქ.ეკა ტქვენ მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელი ხართ, გეტყობათ, რომ მორწმუნე ხართ და არ უნდა გეტყობოდეთო,, ვკითხე- რატომ?-თქო. მიპასუხა: ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობ და ხელს შეგიშლისო. გულწრფელად ვუთხარი-ჩემი რელიგია, მართლმადიდებლობა ხელს კი არ მიშლის, მეხმარება, რომ მეტად მიყვარდეს, მეტად გულმოწყალე, მიმტევებელი და უკეთესი ვიყოთქო.

 

ვფიქრობ ესაა ყველაფრის ახსნა ჩემთვის. მართლმადიდებლობა და სამშბოლოს სიყვარული-ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების იდენტური აღქმა. ჩვენი ორგანული და ისტორიული ფენომენი, რომლითაც გადავრჩით და საქართველოს ისტორია დაუჯერებელ ლეგენდას დაესმგავსა ბევრისთვის. ქეთევან დედოფლის წამება-სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების და მართლმადიდებლობის იდენტური ფილოსოფიის მატარებელია და მარადიულია. რომელი ერთი.... პატრიარქმა გვითხრა-ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს სამი რამ არის ერთი მთლიანი ჩემთვის. რა არის სამშბოლო უფლის სიყვარულისა და ადამიანის გარეშე. 

 

ეს კანონი სხვა არაფერია თუ არა ადამიანის, როგორც მთავარი ფასეულობის აღიარება. კანონი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, როგორიც არ უნდა იყოს იგი არ უნდა მოვექცეთ ჩაგვრით. თუ რომელიმე ჯგუფის გამოხატვის უფლება ეწინააღმდეგება საზოგადოების ზნეობას ან მის ინტერეს, შეიზღუდება. კანონში დავამატეთ ჩანაწერი საზოგადოებრივი ზნეობა ღვთის მსახურების შეუფერხებლად განხორციელების უფლება, ასევე წერია-კონკორდატის, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების დაცვა, ამოღებულია ბუნდოვანი ნორმები-ამ ეს ყველაფერი იყო წინაპირობა კანონის მხარდაჭერის.

 

მე როგორც მართლმადიდებელი, ადამიანი, რომელსაც მყავს 17 წელია მოძღვარი (და არ მიმაჩნია მართებულად, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ჩვენს პირადულ განცდებზე) ადამიანის უფლებების დამცველი 17 წელი, იურისტი- ვერ ვხედავ მინიმალურ საფრთხეს ამ კანონში ვერც ქვეყნისთვის, ვერც ეკლესიისთვის და ვერც საზოგადოებისთვის. ვინმემ ერთი არგუმენტი მაინც მითხრას სად წერია ამ კანონში ის რომ დაკანონდა უზნეობა და მიუღებელი ქცევა.

 

კანონი არ არის მორალური განმსჯელი. ცოდვა რა არის, ეს წერია სჯულის კანონში და არა სახელწმიფოს კანონებში. კანონი არის მორალის, ანუ ზნეობის და პოლიტიკის ნაჯვარი. ამიტომაც ზნეობრივი ელემენტები ყოველთვის უნდა იყოს კანონში. ამის დამატებამ ბევრი რამ გახადა ცხადი. მაგრამ ზოგი პოლიტიკოსი თავს აძლევს უფლებას და ამ ფაქიზ თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის. ამბობს ისეტ ტყუილს, რაც არ წერია კანონში. ყველაფრის გაგება შემიძლია, მაგრამ პოლიტიკოს რომელიც ამ თემით სულიერებით მანიპულირებს ამომრჩეველზე, ყველაზე სახიფათოდ მიმაჩნია და მე არასოდეს ვენდობოდი. 

 

ერთადერთი რაზეც გული მწყდება და ზალიან განვიცდი, არის ის რომ არ იყო საკმარისო დრო საჯარო განსჯისთვის ამ კანონის, 5 თვე იხილებოდა როდესაც ეს კანონი მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ. 5 ტვე მიმდინარეობდა დისკუსია დახურულ ფორმატში და როგორც მითხრეს ასევე იყო ჩართული საპატრიარქოც. მაგრამ როგორც ჩანს კიდევ მეტი იყო ბოლო ეტაპზეც სამუშაო. როდესაც ეს პროექტი პარლამენტში შემოვიდა და ვნახე მე პირადად, გვქონდა მცირე დრო-2 კვირა.

 

ყველაფერი ვცადეთ რაც შეიძლებოდა...მე ვესაუბრე რამდენჯერმე საქართველოს პატრიარქს. ის ჩვენი სულიერი მამაა და ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანია. ეს საუბრები დარჩება ჩვენს შორის, ერთი რამ კი მინდა ვთქვა, პატრიარქი არასოდეს არ არის კატეგორიული. ის სახელმწიფობრივად მოაზროვნე, ყველაზე ბრძენი ადამიანია. მან მითხრა, რომ ზოგჯერ შეიძლება იყოს განსხვავებული ხედვა და არ შეიძლება კატეგორიული აზროვნება. ეს დემოკრატიის ნაწილია. სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა იყოს განმსაზღვრელი. პატრიარქისგან არასოდეს მომისმენია ის რაც ცალკეულ სასულიერო პირებისაგან ისმოდა.

 

არ მინდა განკითხვა, მაგრამ მართლმადიდებლობას ცილდება სიტყვები-,,არ მოგიხსენიებ ლოცვებში, გადაგცემ ანათემას,არ მეყვარები, არ ვიზრუნებ შენზე, შაავი წიგნი და ა.შ....,, ასე არ საუბრობს საქარტველოს სულიერი მამა. თუ მაგალითის აღება გვინდა გვყავს ასეთი მაგალითი. კარგი და ცუდი კი ყველგანა ერშიც და ბერშიც. სამწუხაროდ კანონს ყველა ერთნაირად არ კითხულობს და არც წაკითხული ესმის ერთნაირად ყველას....მაგრამ რაც შეეხება ამ ვნებათაღელვის დისკურს-ბევრი რამ გამოჩდა ღიად და ამოტივტივდა ზედაპირზე...ბევრი რამ კიდევ გამოჩდება...

 

რასაკვირველია იდეალური იქნებოდა ყოფილიყო შესაძლებლობა მეტი საჯარო დისკუსიის, ყველაფრის შეჯერების, სხვა დროს და სხვა ფორმით განხილვების...ეს ფორმებია, შინაარსი კი ისაა, რითიც დავიწყე-კანონმა ბოლო სახით რა ცვლილებებიც შევიტანეთ, არანაირი თეორიული საფრთხეც კი არ დატოვა არავისთვის. კანონმა თქვა, რომ ადამიანია მთავარი ფასეულობა და არ შეიძლება ადამიანის ჩაგვრა და ძალადობა. ალბათ მეტი განმარტებებია საჭირო ამის შემდეგაც, რომ არ დამახინჯდეს მთავარი არსი...

 

ისევ შეეცდებიან პოლიტიკოსები გამოიყენონ ეს თემა წინასააწრჩევნოდ, მაგრამ როგორც უფალი ამბობს, არაფერი არს დაფარული, რაც არ გაცხადდების.... სტატუსი, ტანამდებობა, დეპუტატობა და ყველაფერი ამდაგვარი-ეს დროებითია.ვინც ამ დღეებში პოლიტიკოსებიდან მორალს გვიკითხავდა გამახსენდა 2008 წელი-საპარლამენტო არჩევნები, 18 დეპუტატი, რომელთაგან 12 -მა ვთქვით უარი პარლამენტის დეპუტატის მანდატზე.

 

მაშინ ვინც ცდუნებას ვერ გაუძლო, რამდენიმე ამ დღეებში გამძლეობას გვიმოწმებდა...გვმოძღვრავდა....გამახსენდა ის დღეები...არა მგონია მეხსიერებას ასე მოკლე მანძილი ქონდეს...კიდევ ბევრი რამ...ახლა არ ღირს ამის გახსენება.... და ბოლოს- ღემრთი, სამშობლო, ადამიანი- ესაა დღეს გაცნობიერებული სამება. თუ გიყვარს უფალი, სამშობლო და ადამიანი-არ შეიძლება არ იყო სიკეტესთან და სიმართლესთან", - წერს ბესელია "ფეისბუქზე".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !