„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრის განცხადება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, საგანგაშოა და დღევანდელ მთავრობას „ჩრდილოელი მეზობლისას“ ამსგავსებს.
"ჩვენ აქამდეც მოვისმინეთ ასეთი განცხადებები, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას აწყობს, საბურავებს ყიდულობს. ჟურნალისტები, რომლებიც უხერხულ კითხვებს სვამენ არიან აგენტები და ახლა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.
ჩვენი „ნათელი წარსულიდან“ ტერმინი იხმარა პრემიერ–მინისტრმა. ამაშია პორბლემა. ეს არის ტიპიური სურათი იმ ტიპის მთავრობების, რიმლებიც საკუთარ ქვეყანაში ყველა იმ საქმეში, რისთვისაც ისინი აირჩიეს არიან ჩავარდნილები. ჩვენ შემთხვევაში ეს ეხება უმუშევრობას, ეკონომიკას, კრიმინალის ზრდას" – თქვა გიგა ბოკერიამ „კურიერში“ ჩართვის დროს.
მისი განცხადებით, საქართველოს მტავრობა თავისი დროის უდიდეს ნაწილს ხარჯავს იმაში, რომ ეძებოს და აღმოაჩინოს მტრები:
"ამის გადაფარვას ცდილობენ ან საკუთარ გაღიზიანებას იკმაყოფილებენ. ან ორივეს ერთად, ყველგან მტრების ძიებით. ვინც გააკრიტიკრბს, ვინც უხერხულობას შეუქმნის იმას მონათლავენ მტრებად. ეს ჰგავს ჩვენს ჩრდილო მეზობელთან არსებულ ვითარებას, პუტინთან - მთავრობა, რომელიც ამ გზით მიდის და ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის საარჩევნო საკითხებში, არამედ იმ ჯგუფების დემონიზაციას ახდენს, ვინც მას აწუხებს.
ეს არის არადემოკრატიული ქვეყნების გზა, ეს არის ის გზა რომელიც სახიფათოა. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თავისი დროის 90 პროცენტს ხარჯავს იმაზე, რომ ეძებოს და აღმოაჩინოს მტრები"– განაცხადა გიგა ბოკერიამ "კურიერში".