
"თქვენი ტელევიზიის არქივს გადახედეთ და ნახავთ, რომ ამ დასკნის საფუძველი არსებობს", – უთხრა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანის" წამყვანს კითხვის პასუხად, ჰქონდა თუ არა მას იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთიდან იმართება და კრემლის ინტერესებს ატარებს.
"ივანიშვილმა პირადად მითხრა, რომ მას აქვს ფსბ-სთან კავშირები, ახსენა მისი მამიდაშვილი, თუ ბიძაშვილი შმაგი, რომელიც ფსბ-სთან კავშირშია. თავიდან არ გვაძლევდნენ ფულსო, პაუზა აიღესო, მერე აპრილში წამოვიდა დიდი ფულიო...", – მოჰყავს მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის სიტყვები, რომლებიც, მისი თქმით, მილიარდერმა პირადად უთხრა:
მისი თქმით, პირდაპირ ჰკითხა, დასვა თუ არა შეკითხვა, რატომ ატანდნენ ამდენ ფულს მოსკოვიდან, მისი ბიზნესიდან:
"მან ჩვეულებრივად მიპასუხა, შენ ვერ გიტანენ და მაგიტომო", – თქვა სააკაშვილმა. – "ესე იგი, ამას თუ ხვდები, ცხადია, რაც ხდება", – დაამატა მან და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მეორე ოლიგაქრია, რომელსაც მოსკოვმა დიდი ფული რუსეთიდან გაატანინა: "ერთი ასეთი იყო აბრამოვიჩი და მეორე არის ივანიშვილი", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი სიცოცხლე, შესაძლოა, საფრთხეშიც იყოს, რადგან აშშ–ში მეტროთი დადის, ხოლო პუტინმა დაიქადნა, რომ მოკლავს:
"ერთი ადგილით დაკიდება იგივე იმას ნიშნავს, რომ სისხლისგან დაიცალო და მოკვდე, რასაც ის მემუქრებოდა. დსთ-ს ლიდერებს უთხრეს, რომ ნაწლავებს გამოვუღებ და ყელზე შემოვახვევო. მეორე ვარიანტი იყო, რომ უნდა იყოს ციხეშიო. მან თქვა, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილს გაასამართლებსო, შემდეგ მოიკითხა როდის არის შემდეგი არჩევნებიო. ავიღოთ ახლა რომელიმე გავლენიანი პირი, რომელიც ხედავს, რომ პუტინი ჩემი მოსპობით იქადნებოდა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველგან, როგორც ივანიშვილი ამბობდა: "დადის, დადის..." – ის პირი ხომ იფიქრებს, რომ პუტინი არც ისე ყოვლისშემძლე ყოფილაო?".
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "შარშან ამერიკაში რუსეთის ყოფილი პრემიერი კასიანოვი შემხვდა და მითხრა, რომ 2 მილიარდს დოლარს პუტინის გარეშე ვერავინ ვერავის ვერ მისცემსო. თუ პუტინი ვინმეს აძლევს რამეს, ამაში კონკრეტული ვალდებულბებიაო“;
სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა "გაბედა და პირში უთხრა", რომ მის მიმართ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე: "მან პირადად მითხრა, რომ თუ ხმას არ ჩავიკმენდდი, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა", – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.