
ტესტების საკითხით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ რუხში განაცხადა, მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.
„იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ტესტებთან დაკავშირებით იმ ადამიანებს მხრიდან, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია და წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე. თუ დღეს სხვებთან შედარებით საქართველო უფრო ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როდესაც ეპიდემიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს, და არა პოლიტიკოსებს. როდესაც ეკონომიკაზე მიმდინარეობს საუბარი, ჩვენ ვუსმენთ საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვის საფინანსო ორგანიზაცებს. როდესაც მოქალაქეების მიზნობრივ დახმარებაზეა საჭირო საუბარი, ჩვენ პირდაპირ მოქალაქეებს ვუსმენთ, არავის სიტყვიერი რჩევა და ჭორაობა არ გვჭირდება. თუ ვინმეს რამის თავი აქვს და შეუძლია ქვეყანას და მოქალაქეებს დაეხმაროს, მოვიდეს და განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს დაეხმაროს ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.