
ბოკერიას თქმით, შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო არ არის და ახლა წესების მკაცრად დაცვის დროა.
"დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ასევე, ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა", — განაცხადა ბოკერიამ.