
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც საკუთარი სასტუმრო ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.
„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს – სასტუმროების „შერატონ გრანდ თბილისის“, „მოქსის“, „იბისის“ და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოწყობის მიზნით. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.