ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტების პირველი ტალღა უკვე მიღებული გვყავს, ახლა უკვე ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში

Image

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

 

 

 

"როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, ოღონდ უფრო მეტად გამკაცრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ სოციალური დისტანცირება "- აღნიშნა მინისტრმა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების პირველი ტალღის მისაღებად მზად იყო.

„ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემას უკვე მიღებული ჰყავს, ახლა უკვე ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადამყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათის განმავლობაში იქნება მზად პაციენტებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა: ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !