-
2020-03-04 14:09
ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოსმენას ბოიკოტს
უცხადებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს.
"რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების რეგლამენტი არ ითვალისწინებს ინტერაქციულ
დისკუსიას და უმეტესად რჩება ფორმალურ პროცესად, საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები არ
თვლის შინაარსობრივად საინტერესოდ განხილვაში მონაწილეობას", — წერია განცხადებაში.
დღეს, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური
მოხსენებით წარსდგება