-
2019-12-11 14:37
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია სალომე ზურაბიშვილის მოხსენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით პრეზიდენტის დისკრედიტაციასა და ბულინგს აქვს ადგილი, ხოლო სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული.
მათი განმარტებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული კულტურის მეშვეობით მსოფლიოში საკუთარი ადგილის დაკავებას გულისხმობდა.
„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში