-
2019-12-11 13:59
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ქართული სამხედრო ძალების პირდაპირი შეურაცხყოფაა და საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილისა და რუსეთის მთავრობის მითითებებს ასრულებს.
„გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის - ეს არის შურისძიების პირდაპირი გამოხატულება ჩვენს ჯარზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომლებმაც ჩამოაგდეს უამრავი, 13 თუ 14 საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია.
ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც დაჭრა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. მანამდე, არასოდეს მძიმედ არ დაჭრილა მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის გენერალი. ეს იყო შურისძიება იმ ხალხზე, რომელმაც ხელი აღმართა მტერზე, რომელიც შეჩვეულია ყველგან წინააღმდეგობის გარეშე შესვლას. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენს ქვეყანას და არამხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს ქვეყანას.“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი