
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.
როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს ქართული კარი ძლიერია და გმირი სამხედროები გვყავს.
„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ცალსახად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.“ - სალომე ზურაბიშვილი