
ევრონესტის საპარლამენტო ასამლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა.
მას შემდეგ რაც კუბილიუსი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, მან განაცხადა, რომ ორივე მხირდან დაპირებები მიიღო აწარმოონ დიალოგი და აღმოფხვრან არსებული პრობლემები.
ასევე, კუბილიუსმა განმარტა, რომ პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივი დევნა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
„გარდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აქტივობებისა, მე გახლდით გარკვეულწილად ჩართული ასევე ადგილობრივ დისკუსიებშიც, ქართული მხარის დისკუსიებშიც, რომელიც ეძღვნება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებული ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც იქნება შემაფერხებელი დემოკრატიის. ვისაუბრეთ სამომავლო არჩევნებზე და სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კვირის წინ და რომლის ინიციატორი გახლდათ ევროკავშირის ელჩი. მე მქონდა შეხვედრა პირადად ოპოზიციურ ლიდერებთან, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან და ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი დაპირება მოვისმინე მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება და დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება ხელშესახები შედეგები, საარჩევნო სისტემა იქნება უფრო პროპორციული, რომელიც მოემსახურება უფრო ბალანსირებული შედეგების მიღწევას არჩევნების დროს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელიც დაიკარგა, როცა მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება და ეს ნდობა დაკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, აუცილებელია, რომ იყოს აღდგენილი. რაც შეეხება პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივ დევნას, რასაკვირველია, ეს არ გახლავთ ევროპული სტილი რომ დავაპატიმროთ ადამიანები, ან სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს მათ მიმართ პოლიტიკური საქმიანობის გამო." - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა