-
2019-12-10 15:12
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით 7 დეკემბერს დაკავებული სამი პირის საქმეზეყველა შესაბამისი უწყება მუშაობს.
როგორც კახა კალაძემ განმარტა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული პირების დროულად გათავისუფლებისთვის ისინი ყველა ხერხს მიმართავენ.
„ძალიან ცუდია ის, რაც ხდება. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს და ყველაფერს გაკეთებენ იმისათვის,რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ" - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, 7 დეკემბერს საოკუპაციო ძალებმა 4 მოქალაქე დააკავეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანი იყო და გაათავისუფლეს. დაკავებული 3 პირი კი ამ დრომდე ცხინვალში იმყოფება.