
გადადგომის მოთხოვნით „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა.
როგორც სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადადგომის მიზეზი არის ის, რომ მას სხვა გეგმები აქვს და გამოწვევები, რომლებსაც „საპენსიო სააგენტო“ სთავაზობდა გადალახულია.
"სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები"-განაცხადა სურგულაძემ.