
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით მმართველ გუნდს არ აქვს საკმარისი რესურსი კონსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა გერმანულ და ამერიკულ მოდელებს შორის არის კონკურენცია.
მისი თქმით, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შერეული საარჩევნო სისტემა დემოკრატიული იქნება.
„ორივე სისტემა დემოკრატიულია, როგორც გერმანული, ასევე პროპორციული. კი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მცდელობა, რომ ეს შერეული სისტემა წარმოადგინონ თითქოს არადემოკრატიულია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. დემოკრატიულია ასევე სრულად მაჟორიტარული და მხოლოდ პროპორციული. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს. გუნდში არიან ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულზე, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელიც მიღებულია და ყველამ პატივი უნდა სცეს მიღებულ კონსტიტუციას“ - განაცხადა კალაძემ.