
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების დაბრუნებაა.
მისი თქმით, თუ ახლა არ იმოქმედებენ შესაძლოა 2040 წლამდე ამის შანსი აღარ მიეცეთ.
„ჩვენ ვითხოვთ ყველასთვის სამართლიან თამაშის წესებს და ასეთ პირობებში გამარჯვებულის გამოვლენას. ეს არის მთავარი ამოცანა და მეორე: თუ ჩვენ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ. როგორ უსინდისოდ იქცევიან ეს მაჟორიტარები, ახლა ვითომ ამერიკულ მოდელზე საუბრობენ, სინამდვილეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას იხილავენ, არის რუსეთი. აი, რუსეთის დუმაში მართლაც შესულია კანონპროექტი სრულად მაჟორიტარულზე გადასვლაზე, პირდაპირი დამსგავსება ხდება. ჩვენთან კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დამატებით გონს გასულია. საკუთარი ტყავისთვის იბრძვიან ის აქტივისტები, რომლებიც დანიშნეს და მილიარდობით ფული იხარჯება პარტაქტივზე. ეს პრეტენზია ჰქონდათ ჩვენთან და ამ თვალსაზრისითაც მათ ყველა რეკორდი მოხსნეს. ვნახეთ, როგორადაც იკრიბებიან: არიან აგრესიულები, მთვრალები ისვრიან ქვებს, ჩვენ ვართ მშვიდები და ასე არაძალადობრივად მოვიგებთ“ - განაცხადა გიგი უგულავამ.