
ქუთაისში გამართულ საპროტესტო მსვლელობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ქუჩის აქციებთან ერთად კიდევ ბევრი სიურპრიზიც იქნება.
მისი თქმით მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება საპროტესტო მსვლელობები და აქციები. გოცირიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ყველა სოფელსა და ქალაქში ჩავა.
„არავის ეპატიება ის თაღლითობა და ტყუილი, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ორპირად მოიქცა, ყველა გადააგდო. მოატყუა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. შინ თუ გარეთ, ყველას ჰპირდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც კი ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება დღეს ქუთაისში ჩამოსვლას, ერთ-ერთი მიზეზი იყო თუნადაც ის თავხედური გამოხტომები, რაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა „ზონდერპირებმა“ მოაწყვეს აქ რამდენიმე დღის წინ”- განაცხადა გოცირიძემ.