
დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა, ხელისუფლებამ საზოგადოებას მისაღები გამოსავალი უნდა შესთავაზოს.
დეპუტატის თქმით არცერთი ხელისუფლებისთვის მხოლოდ მათ სასიკეთოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოუტანია.
„ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ქვეყანაში არის მღელვარება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციები არ არის მასშტაბური, ქვეყანაში არის უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებას სჭირდება კონკრეტული პასუხები და არა გაუარესება სიტუაციის.
კონსტიტუციას იმიტომ ჰქონდა მაღალი ქვორუმი, იმიტომაც იყო ორ საპარლამენტო მოწვევაზე გათვლილი, რომ მისი გადახედვა არ მოხდეს ერთი ან ორი პოლიტიკური ჯგუფის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამისკენ წავიდა „ოცნება“ ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ასეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ წარსულში, არცერთი ხელისუფლებისთვის კარგი არ მოუტანია, როცა იწყება გადაწყვეტილებების საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.