-
2019-09-04 13:12
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, 59 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.
ამის შესახებ თბილისის მერმა, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს არის სოფელ ოქროყანაში მცხოვრები 30 ოჯახი, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ ამას. მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრები 23 ოჯახი. ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრები 6 ოჯახი. მათ 1 ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა კახი კალაძემ.