პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ და აცხადებენ, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენა, რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მათივე განცხადებით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს სხვადასხვა აქტივობების გამართვას, რათა ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, დღეს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას 19:00 საათზე შეუერთდებიან.