-
2019-09-03 15:01
პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს.
6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.
7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.
8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.