
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს.
დღეს დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათისთვის უნდა მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების : მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის განმარტებით, საქმე „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებასეხება , რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".