
გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ. აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო წესრიგის
უგულველყოფასადასტურებს.
ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების
დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები
პროგრესი ჯერ კიდევ არ არის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა
და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
მხარეებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების გამო. აღნიშნეს, რომ ეს
ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და რეგიონის უსაფრთხოებას არ უწყობს