
აჭარის მთავრობა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000- 3000 ლარს გადასცემს.
თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და
2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი
გაიცემა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012
წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. სამინისტროს ინფორმაციით, დედის დღესთან
დაკავშირებით, 23 ბენეფიციარზე 23 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.