
"თუ აშშ ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს შექმნის, იმავეს გაკეთება მოგვიწევს"- განაცხადა
ვლადიმერ პუტინმა , ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საგარეო დაზვერვის სამსახურს დაავალა, ყურადღებით დააკვირდნენ აშშ-ს ქმედებებს ამ მიმართულებით.
„თუ რუსეთისთვის ცნობილი გახდება, რომ აშშ-მ ასეთი სისტემები შექმნა და მათ წარმოებას იწყებს, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ სარკისებრი ზომები მივიღოთ და მსგავსი რაკეტები შევქმნათ“, - განაცხადა პუტინმა.