
გახარიას აჭარაში, ბეშუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ”გახარია, ჯალათო! სისხლიანო გახარია, წადი,” - ამ მოთხოვნით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ აქცია გამართეს
აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი გახარიას გავრილოვის ღამის მოწყობა არ ეპატიება.
„ახალგაზრდები მართავენ მშვიდობიან აქციას სისხლიანი გახარიას ბანერით, სადაც წერია, რომ გახარია უნდა წავიდეს. გავრილოვის ღამე მას არ ეპატიება. თუმცა, პოლიცია სრულ პანიკაშია, ამოიყვანეს ზონდერები, რომლებსაც არც ფორმა აცვიათ და არც დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ბავშვს გადაუარეს და დააზიანეს-აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.