-
2019-08-01 15:34
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა. როგორც დვალი და ხალვაში ამბობენ, მათი მიზანია წართმეული უფლება სამართლებრივი გზით აღდგეს და არა კულუარული გარიგებით.
მათივე განმარტებით, ისინი შეხვედრას იწყებენ მესამე სექტორთან, რათა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.
„ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.
ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.