
"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის
დაპატიმრება ივანიშვილის საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს.
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს აქვს ფსიქიური აშლილობა. ის პუტინის ხელის ბიჭია. აქვს საშინაო დავალება საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის. რატომ ირაკლი ოქრუაშვილი? პირველი – ბოლო დღეების განმავლობაში ოქრუაშვილის განცხადებები ეწინააღმდეგებოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, მათ შორის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. ეს ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომაა, რომელიც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს მისთვის. სახეზე გვყავს პირველი პოლიტიკური პატიმარი, როგორც პარტიის ლიდერი. მარტო ირაკლი ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, მისი ტაქტიკის საქმეა. ბიძინა ივანიშვილს აქვს სისხლიანი საშინაო დავალება პუტინისგან" - აღნიშნა სანიკიძემ.