
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან" ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს პატიმართმოძულედ და ქალთმოძულედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ელისაშვილი მასთან დებატებში შეგნებულად არ ჯდება.
"ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში.
ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა - დაუსვით მას კონკრეტული კითხვა, ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.