
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ტრაგიკომედია" უწოდა კიევში არსენ ავაქოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ის ამ ინციდენტს ვლადიმირ სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში გამოეხმაურა:
"კარგია, რომ ისინი რუსულად ილანძღებოდნენ. კიდევ კარგი, რომ ეს ქართულ ან ოსურ ენაზე არ გააკეთეს, ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს, რაღაც, ტრაგიკომედიაა", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფილმის ავტორის ღიმილის ფონზე.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, შემაჯამებელ ონლაინ პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას "უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება" უწოდა