
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ არ ისურვა საუბარი არჩილ ჭყოიძესთან მისი შეხვედრის დეტალებზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი ცნობილი განცხადებები სტალინის თაობაზე.
მაკა რაზმაძესთან პირდაპირი ჩართვის დროს გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ის ეთერში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე სალაპარაკოდ მივიდა, ხოლო პროვოკაციულ შეკითხვებს არ უპასუხებს, ამის შემდეგ კი ეთერი დატოვა.