
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, თბილისი გააგრძელებს მის წინააღმდეგ საქმეების გამოძიებას და მოითხოვს მის ექსტრადიციას.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. "პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წამოყენებულია ოთხი ბრალდება და ყველა ეს საქმე გადაცემულია სასამართლოში.
უკვე მიმდინარეობს ამ საქმეების განხილვა არსებითად. მისი თქმით, მიუხედავად სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა, სიტუაცია "არსებითად" არ შეცვლილა. "უკრაინა არ გადმოგვცემს თავის მოქლაქეს, ადრეც უარი გვითხრეს მის გადმოცემაზე. ასე რომ, სტატუს-კვო შენარჩუნებულია, - განაცხადა მან.
შოთაძე თვლის, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ დააკავებენ, მას საქართველოს გადმოსცემენ:
"ასეთ შემთხვევაში მისი უკრაინული მოქალაქეობა ხელისშემშლელი არაა, რადგანაც მან პასუხი უნდა აგოს მის მიმართ საქართველოში წაყენებულ ბრალდებებზე. ის უნდა გადმოსცენ საქართველოს, სადაც კანონი დაარღვია", - განაცხადა შოთაძემ.