
ცნობილი ჟურნალისტის მატვეი განაპოლსკის გადაცემაში "ეხო უკრაინი", გადაცემის წამყვანის მიერ დასმულ ინტერაქტივის შეკითხვას პირდაპირი დაკავშირების გზით, ტელეფონითაც გამოეხმაურნენ.
ერთერთი ზარის ავტორმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, სააკაშვილმა "საქართველოში წაიყვანოს ქართველი "კანონიერი ქურდები", ხოლო უკრაინას უკრაინელი კრიმინალები მიხედავენ.
ზარის ავტორს სტუდიაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში "კანონიერი ქურდების" ჩასვლა თავის დროზე სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მათ აქ, საქართველოსგან განსხვავებით, შეეძლოთ მოესყიდათ მილიცია და პროკურატურა.