მარგველაშვილი: სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, როცა მის მოქალაქეობაზე უარი თქვა

Image

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგოი მარგველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მიაყენა შეურაცხყოფა, როცა მის მოქალაქეობაზე უარი თქვა. 

 

„პოლიტიკურად, მინდა გითხრათ, ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით რეალურად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს გუშინ, 3 დეკემბერს მიმართა. 

 

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ძირითადად, უარყოფითად ეხმიანებიან მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას. მაგალითად, ელენე ხოშტარია წერს: "მიშა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის ისტორიული უსამართლობა და ჩვენი ქვეყნის რაღას გაუმართაობაზე მიუთითებს. არასდროს არ მომრიდებია მისი კრიტიკა, მაგრამ არ შეიძლება არ გესმოდეს მისი წვლილი ქვეყნის ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში".

 

ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს უკრაინაში მყოფ ქართველს ბაჩო ქორჩილავას: "აქ ახლა ყველა განიხილავს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს, თითქოსდა რაღაც ისეთი მოხდა, რაც ფანტასტიკის სფეროდანაა. სინამდვილეში არაფერია საგანგაშო. პირველ რიგში, ახლა ყველამ იცის, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და არსადაც არ წავა, რადგან სხვა ქვეყნის პასპორტი არა აქვს.

 

მეორეც, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქალაქეობის გარეშე დატოვა, მგონი, მალე მიხვდება, რომ სულ ტყუილად მოიქცა ასე: ამ ქმედების ინიციატორს ხომ ორი კი არა, სამი პასპორტი აქვს - ქართული, რუსული და ფრანგული".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !